თამარ სანიკიძე: ნახევარ მილიონამდე მოსწავლე უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს

წელს უფასო სახელმძღვანელოს 1-დან მე-12 კლასისი ჩათვლით საქართველოს საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე მიიღებს – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უფასო სახელმძღვანელოებს ასევე მიიღებენ კერძო სკოლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების წევრი მოსწავლეები, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები, იმ კერძო სკოლების მოსწავლეები, რომლებიც ამ სკოლის პრივატიზებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ, ასევე ახალგორის მუნიციპალიტეტისა და გალის რაიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეები, სადაც სწავლება ქართულ ენაზე ხორციელდება.
როგორც თამარ სანიკიძემ განმარტა, წელს მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა, სავარაუდოდ, 12-13 მილიონი ლარი დაჯდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები