შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

   შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული დავით გ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხონში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 141 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დავით გ. აღიარებს დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები