სალომე სამადაშვილი – ეროვნულ შერიგებაზე: მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს ხელთ აქვს საკონსტიტუციო მექანიზმები, რათა ხელი შეუწყოს ამ პროცესს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ინკლუზიური პროცესების დაწყებასა და მასში საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს.
სამადაშვილი თვლის, რომ ზურაბიშვილის ინიციატივა მისასალმებელია.
“საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ამ ინიციატივის გაჟღერება კარგია, ამავე დროს, მიმაჩნია, მას ხელთ აქვს საკონსტიტუციო მექანიზმები იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ამ პროცესს და მაგალითად, შეწყალების ინსტრუმენტის გამოყენება მისი მხრიდან ამ ეროვნული შერიგების ხელშეწყობისთვის ჩემი აზრით, იქნებოდა სწორი პოლიტიკური ნაბიჯი”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.