ევროკავშირი ,,შავ სიაში” რუსეთისა და უკრაინის შეყვანის საკითხს განიხილავს

ევროკავშირის ,,შავ სიაში” შეყვანილ 28 ქვეყანას მალე შეიძლება რუსეთი და უკრაინაც მიემატოს. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პია არენკილდე ჰანსენმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის ასამბლეა მალე მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული საკითხის მიმართ.
ევროკავშირში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ მოსთხოვეს რუსეთის ფედერაციას, ზეგავლენა მოახდინოს პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებზე, რომ მათ შეწყვიტონ ცეცხლი ავიაკასტროფის ადგილზე და ექსპერტებს მისცენ ნორმალური მუშაობის საშუალება. გარდა ამისა, ევროკავშირი რუსეთისგან აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის განმუხტვას და დეესკალაციის პროცესის დაწყებას ითხოვს. წინაღმდეგ შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები