ნატო ვლადიმერ პუტინს პასუხობს

ბოლო ორი თვის მანძილზე, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს ნატოზე თავდასხმებით ყურადღება გადაიტანოს იმ საერთაშორისო იზოლაციიდან, რომელშიც რუსეთი აღმოჩნდა. ამის შესახებ გამომცემლობა „დოიჩე ველეს” ერთ-ერთ ანალიტიკურ წერილში ვკითხულობთ.
რუსეთის პრეზიდენტმა ნატო აღმოსავლეთ ევროპაში აგრესიულ ქმედებებში და რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. პუტინის ამ ბრალდებების საპასუხოდ, ალიანსი აცხადებს, რომ მოსკოვი ახდენს ნატოს დიდი ხნის მცდელობის იგნორირებას რუსეთთან პარტნიორობის დამყარებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ალიანსის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლები დაუფარავად აღნიშნავენ, რომ რუსეთმა დაუსაბუთებლად განახორციელა ზეწოლა უკრაინაზე და ძალადობრივად დაიპყრო სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილი. რუსეთმა უნდა დაიცვას საერთაშორისო ნორმები და პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, ხაზგასმით არის აღნიშნული ალიანსის საპასუხო წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები