ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ევროპელი სოციალისტების” წევრებს შეხვდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ევროპელი სოციალისტების” წევრებს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საკონსტიტუციო ცვლილებებისა და კანონის უზენაესობის შესახებ.

„ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი პოზიცია, რომ კარგი იქნება, მიღებულ იქნას საკონსტიტუციო ცვლილება, რასაც მხარი დავუჭირეთ პირველ მოსმენაზე, მხარს დავუჭერთ შემდეგშიც. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მრავალფეროვანი იყოს პარლამენტი 2024 წელს.

ჩვენ წინააღმდეგნი ვართ და არარაციონალურად მიგვაჩნია ახლა ხელახალი არჩევნები, რაც გამოიწვევს დამატებით ვნებათაღელვას. ჩვენ ასევე გამოვხატეთ უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ, რომ ისინი არიან არათანმიმდევრული და არ ასრულებენ იმას, რაც მათი ვალდებულებაა, მხედველობაში მაქვს კანონის უზენაესობა, რომ დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი. ყველა დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში და შეთანხმება და მორიგება მხოლოდ იმის შემდეგ შეიძლება, როცა ის მოიხდის სასჯელს”, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ეევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები