გუშინ ღაზას სექტორში 23 ადამიანი დაიღუპა
ღაზას სექტორში გუშინდელი შეტაკებების დროს 23 პალესტინელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,იტარ-ტასი“ სამხედრო შტაბის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კონფლიქტის დაწყების დღიდან დაღუპულია 718 პალესტინელი. ორის დღის მანძილზე ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა დაახლოებით 200 ობიექტზე, მათ შორის არის საცხოვრებელი სახლებიც. 17 დღის მანძილზე ავიაციამ გაანადგურა დაახლოებით 3.300 მიზანი და სამხედრო პუნქტი.