მიხეილ სარჯველაძემ ანდრეას კიფერთან საქართველოში ადამიანის უფლებების გაძლიერების საკითხებზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა გაძლიერების საკითხებისა და ხელისუფლების შტოებს შორის მასთან დაკავშირებულლ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

ხაზი გაესვა დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერების მნიშვნელობას.

“მიხეილ სარჯველაძემ სტუმარს კომიტეტსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის არსებული პრაქტიკა გააცნო  და ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების საპარლამენტო ინსტრუმენტებზე ისაუბრა. თავის მხრივ, ანდრეას კიფერმა გამოხატა კომიტეტთან შემდგომი თანამშრომლობის ინტერესი, მათ შორის, ევროპის საბჭოს პროექტის “მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში” ფარგლებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები