ჯონ მაკეინი: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები დაცინვაა
რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკეინი რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს დაცინვას და საქმის მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებას უწოდებს. მან ამის შესახებ „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განაცხადა.
,,ეს მასხრობაა, ევროკავშირი ვერაფერს ვერ გააკეთებს რუსეთის წინააღმდეგ, სანამ მასზე იქნება დამოკიდებული მისი ენერგორესურსები. ამ მომენტამდე ისინი დროს მხოლოდ ლაპარაკში გაატარებენ”, – აცხადებს სენატორი.