ადვოკატები სააკაშვილის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშის მტკიცებულების სახით დართვას ითხოვენ
საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ადვოკატები სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშის მტკიცებულების სახით დართვას ითხოვენ. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.
როგორც პროკურორებმა განმარტეს, სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში განსახილველ სისხლის სამართლის საქმეს – საზღვრის უკანონო კვეთას არ ეხება და ის პენიტენციურ დაწესებულებაში პირის მიმართ მოპყრობას შეეხება.
ცნობისთვის, ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს სააკაშვილი არ ესწრება. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.