„კოვიდით დასნებოვნებიდან მეორე-მესამე დღეს ანტიბიოტიკის დანიშვნა კეთილსაიმედო გამოსავალთან დაკავშირებული ნამდვილად არ არის“

ენდოკრინოლოგის, მედიცინის დოქტორის, პროფესორ ნესტან ბოსტოღანაშვილის განცხადებით, ვირუსული დაავადების დროს, მით უფრო, დასნებოვნებიდან მეორე-მესამე დღეს ანტიბიოტიკის დანიშვნა რეკომენდებული არ არის. მისივე განმარტებით, ეს კოვიდის შემთხვევაშიც ასეა.

„ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ექიმის მხრიდან სოციალურ ქსელში პოსტი გავრცელდა, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. ის წერდა, რომ მეორე-მესამე დღეს კოვიდპაციენტებში ერთ-ერთი ანტიბიოტიკს ნიშნავდა, აზიტორმიცინია მოქმედი ნივთიერება. ის ამბობდა, რომ პაციენტების დიდი რაოდენობა აზიტრომიცინის შედეგად განიკურნა. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. შესაძლოა, კონკრტულმა ექიმმა დაკვირვებით მდგომარეობა სუბიექტირად შეაფასა. კოვიდი ვირუსული დაავადებაა. ობიექტურად, ზოგადად, ვირუსული დაავადების დროს და, მით უფრო, მეორე-მესამე დღეს ანტიბიოტიკის დანიშვნა რეკომენდებული არაა. ხშირ შემთხვევაში ამან შესაძლოა, მდგომარეობა უფრო გაამწვავოს. შესაძლოა, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა გამოიწვიოს.
კოვიდით დასნებოვნებიდან მეორე-მესამე დღეს ანტიბიოტიკის დანიშვნა ნამდვილად არ არის დაკავშირებული კეთილსაიმედო გამოსავალთან. ამაზე საერთაშორისო კვლევები და სტატიებიცაა დაწერილი. ანტიბიოტიკების მოხმარებასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ.
არის სამედიცინო პლატფორმა – „მედრუმი“, სადაც აქტიურად ვსაუბრობთ ამ თემებზე. მოგეხსენებათ, სოციალურ ქევლში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორ ადამიანს ვკითხოთ, რა, როგორ რანაირად, რათა კოვიდის გამოსავალი უფრო კეთილსაიმედო იყოს”, – განაცადა ბოსტოღანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები