შალვა პაპუაშვილი: ის ფაქტი, რომ სააკაშვილი წახალისებული იყო სწორედ ამ ადამიანებისგან, რომლებიც ახლა ცდილობენ მისი კანონიერი პატიმრობიდან დახსნას, მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთში ზოგიერთისთვის ადამიანის უფლებებსა და სამართლის უზენაესობაზე საუბარი მხოლოდ საბაბია პოლიტიკური ზეწოლის მოსახდენად

„ყველაფერი, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ეყრდნობოდა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და შესანარჩუნებლად, მათ შორის წამება, კორუფცია, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება – ხდებოდა ჩვენი ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის თვალწინ, რომლებმაც რეჟიმის დანაშაულებზე თვალის დახუჭვა აირჩიეს,“ -ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ყველაფერი, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ეყრდნობოდა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და შესანარჩუნებლად, მათ შორის წამება, კორუფცია, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება – ხდებოდა ჩვენი ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის თვალწინ, რომლებმაც რეჟიმის დანაშაულებზე თვალის დახუჭვა აირჩიეს. საკმარისია ითქვას, რომ ევროპის სახალხო პარტია (EPP) დღესაც არა მხოლოდ დიქტატორ სააკაშვილს აღიარებს გმირად, არამედ ენმ-ც თავის პოლიტიკურ ოჯახის წევრ პარტიად ჰყავს.

ის ფაქტი, რომ სააკაშვილი წახალისებული იყო სწორედ ამ ადამიანებისგან, რომლებიც ახლა ცდილობენ მისი კანონიერი პატიმრობიდან დახსნას, მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთში ზოგიერთისთვის ადამიანის უფლებებსა და სამართლის უზენაესობაზე საუბარი მხოლოდ საბაბია პოლიტიკური ზეწოლის მოსახდენად და ამ ღირებულებებს მათთვის დამოუკიდებელი მნიშვნელობა თითქმის არ გააჩნია“, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები