თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომას ბრალდებული ექსპრეზიდენტი არ ესწრება.
როგორც მოსამართლე ლელა კალიჩენკომ განმარტა, მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა, სხვა ინფორმაცია კი სასამართლოში წარმოდგენილი არ არის. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.