“ნაცვლად იმისა, რომ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებზე მიმდინარეობდეს სამართლებრივი დევნა, ხელისუფლება მათ პროპუტინული პარტიის ჩამოყალიბებაში ეხმარება”

“ნაცვლად იმისა, რომ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებზე მიმდინარეობდეს სამართლებრივი დევნა, ხელისუფლება მათ პროპუტინული პარტიის ჩამოყალიბებაში ეხმარება”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიაზე შეტევა მიმდინარეობს.

„ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ორკესტრირებული შეტევა თავისუფალ მასმედიაზე, კომუნიკაციების კომისია, ერთი მხრივ, აჯარიმებს თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს, მეორე მხრივ, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ჯგუფები ახორციელებენ 5 ივლისს ძალადობას თავისუფალ ჟურნალისტებზე და იმის ნაცვლად, რომ დამნაშავეებზე მიმდინარეობდეს სისხლის სამართლებრივი დევნა ხელისუფლება ხელს უწყობს “ალტ ინფოს”, ჩამოაყალიბოს პარტია და ამ პროპუტინულმა ძალამ განაგრძოს ქვეყანაში არეულობებისა და ძალადობის მოწყობა“, – განაცხადა დამენიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები