მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის განცხადებებს თავისი თანაგუნდელები სერიოზულად აღარ აღიქვამენ, კიდევ უფრო არასერიოზულად აღვიქვამთ ჩვენ და პირადად მეც
„მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს თავისი თანაგუნდელები სერიოზულად აღარ აღიქვამენ და მათი ყველა ბოლო განცხადებაც ამას მოწმობს. კიდევ უფრო არასერიოზულად აღვიქვამთ ჩვენ და პირადად მეც”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ექსპრეზიდენტის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, სააკაშვილის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს თავისი თანაგუნდელები სერიოზულად აღარ აღიქვამენ და მათი ყველა ბოლო განცხადებაც ამას მოწმობს. კიდევ უფრო არასერიოზულად აღვიქვამთ ჩვენ და პირადად მეც. შესაბამისად, ეროვნულ შერიგებაზე მის მხრიდან საუბარი, ყველაფერ დანარჩენზე, რომ მისი მეუღლე უნდა მიუსვან გვერდით და ა.შ., ამაზე სერიოზული საუბარი უბრალოდ არ შეიძლება. მისმა ბოლო ორმა ვრცელმა განცხადებამ დაადასტურა, რომ არ შეიძლება ამ კაცის საუბარი, ისევე, როგორც ადრეც არ შეიძლებოდა, ახლა უფრო მკაფიოდ გამოჩნდა უბრალოდ. არ შეიძლება მის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის კეთება. ამას გრძნობენ და ხვდებიან მისი თანაგუნდელები. ყველა ბოლო განცხადებით მისი პოზიციისგან დისტანცირებას ცდილობენ. განხეთქილებაა გუნდში და მელიას განცხადებები რადიკალურად აცდენილია მისი განცხადებებისგან“, – განაცხადა მდინარაძემ.