მამუკა მდინარაძე: შესაძლებელია, დიდი განხეთქილება “ნაცმოძრაობის” გახლეჩით დასრულდეს
“ნიკა მელიას და მისი ფლანგის „მესიჯები“, საუბარი და განცხადებები აბსოლუტურად აცდენილია და რადიკალურ წინააღმდეგობაში მოდის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ფლანგის განცხადებებთან”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლებელია, დიდი განხეთქილება “ნაცმოძრაობის“ გახლეჩით დასრულდეს.
„ახალი ამბავი არ არის და ამაზე ბევრს ვლაპარაკობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მალე დაიშლება, ეს ჩემი ვარაუდია, მაგრამ – ძალიან მაღალი ალბათობით. ნიკა მელიას და მისი ფლანგის მესიჯები, საუბარი და განცხადებები აბსოლუტურად აცდენილია და რადიკალურ წინააღმდეგობაში მოდის სააკაშვილის და მისი ფლანგის განცხადებებთან. ეს გვაძლევს მაღალი ალბათობით ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლებელია, დიდი განხეთქილება კიდევ „ნაცმოძრაობის“ გახლეჩით დასრულდეს. მთავარ ნარატივზე ვერ თანხმდებიან – სააკაშვილის ფლანგი და თავად სააკაშვილი ამბობს, რომ ჯერ უნდა იყოს წინ დაყენებული სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, ამავე დროს, მელია და მისი ფლანგი აცხადებს, რომ არა, ჯერ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს და ამის შედეგად სააკაშვილის გათავისუფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილისთვის, რომლისთვისაც კარგად არის ცნობილი, რომ ხელისუფლების ცვლილება ამ ქვეყანაში არ მოხდება და შემდეგი არჩევნები იქნება 2024 წელს და შემდეგ კვლავ ხალხი გადაწყვეტს – ამ ფონზე მათ აქვთ თეორიული მიზანი, რომ იქნებ სააკაშვილის გათავისუფლებას მაინც მიაღწიონ“, – განაცხადა მდინარაძემ.