ნანა კაკაბაძე: „ნაცების“ ბოიკოტით ბიუჯეტმა 1 067 520 ლარი დაზოგა, უსარგებლო „ნაცების“ მეტი ბოიკოტი ხალხს!

„ნაცების“ ბოიკოტით ბიუჯეტმა დაზოგა 1 067 520 ლარი და 60 თეთრი. ეს არის ერთად ერთი ხეირი, რაც უხეირო „ნაცების“ პარლამენტარობით ბიუჯეტმა ნახა”, – ამის შესახებ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

იგი პოსტს აქვეყნებს, თუ რა სარგებელი ნახა ხალხმა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ბოიკოტით.

„ჩვენმა ორგანიზაციამ პარლამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია ბოიკოტში მყოფი პარლამენტარებისათვის დაკავებული ხელფასების თაობაზე.

აღმოჩნდა, რომ „ნაცების“ ბოიკოტით ბიუჯეტმა დაზოგა 1 067 520 ლარი და 60 თეთრი. ეს არის ერთად ერთი ხეირი, რაც უხეირო „ნაცების“ პარლამენტარობით ბიუჯეტმა ნახა.

უსარგებლო „ნაცების“ მეტი ბოიკოტი ხალხს!“, – წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები