მამაკაცი, რომელსაც ავტობუსის მძღოლი შემოაკვდა პატიმრობაში დატოვეს

 ავტობუსის მძღოლის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული პირი სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებული წინასწარი პატიმრობაში დარჩა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ პროკურატურიდან მიაწოდეს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ბრალდებულს, რომელსაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა ბრალდება, გუშინ საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
„საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და დაკავებული პატიმრობაში დატოვა“ – აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს, მძღოლსა და მგზავრს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც მგზავრმა მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელი კრა და წააქცია. რის შედეგადაც, მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით გაგრძელდება, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ფონიჭალის ბოლო გაჩერებაზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები