„ვაქცინაცია დღეში მინიმუმ 25-30 000 უნდა გახდეს, რათა ახალი შტამისთვის მომზადებულები ვიყოთ” – დევი ტაბიძე
ვაქცინაცია დღეს რომ არის 7-8 ათასი, მინიმუმ 25-30 000 უნდა გახდეს, რათა ახალი შტამისთვის მომზადებულები ვიყოთ, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, დევი ტაბიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, დაცვის სხვა ფორმა არ არსებობს და ვაქცინაცია აუცილებელია.
„ზოგადად, ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა: სტატისტიკურად თერაპიული საწოლები არის, გადატვირთულია ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილებები. ეს ახალი არ არის. მძიმე მდგომარეობაა იმიტომ, რომ ჟანგბადდამოკიდებული პაციენტების დამძიმება ხდება.
აუცრელი, დაინფიცირებული მოსახლეობის 80-90 % რეანიმაციულ განყოფილებაშია, ამას ემატება ასაკობრივი ნიხრი და სხვადასხვა ტიპის გართულება, რაც პაციენტების მდგომარეობას ამძიმებს.
ვაქცინაცია აუცილებელია. ამ ეტაპზე, დაცვის სხვა ფორმა არ არსებობს. იგივე ახალ შტამთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინაცია რეალურად ჩატარდეს. ვაქცინაცია დღეს რომ არის 7-8 ათასი, მინიმუმ 25-30 000 უნდა გახდეს, რათა ახალი შტამისთვის მომზადებულები ვიყოთ. ეს ვაქცინა მუშაობს. ვაქცინირებული ადამიანების გარდაცვალების პროცენტი ძალიან დაბალია, თითქმის არაა”, – განაცხადა ტაბიძემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1778 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 63 პაციენტი.
თამუნა შეყილაძე