ევროკავშირის ელჩი პარტია “საქართველოსთვის” წევრებს ხვდება
ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი პარტია “საქართველოსთვის” წევრებს ხვდება.
გიორგი გახარიას გუნდის წევრის, ანა ბუჩუკურის თქმით, ევროკავშირის ელჩთან ისინი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, მართლმსაჯულების სისტემასა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრებენ.
”ბუნებრივია, განხილული იქნება მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ბუნებრივია, ჩვენ მივაწვდით მას ინფორმაციას ჩვენი საპარლამენტო გუნდის საქმიანობის შესახებ, გამოწვევების შესახებ, რომელიც ჩვენ გვაქვს პარლამენტში საქმიანობის ფარეგლებში და იმ ინიციატივის შესახებ, რომელიც უკვე წარდგენილი გვაქვს და რომელთა განხილვაც “ქართულ ოცნებას” ჯერ არ დაუწყია. თქვენ იცით, რომ ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშნელოვანი საკითხია მართლმსაჯულების სისტემა, იგივე სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები, მოსამართლეების დანიშვნის პროცესები, საუბარი შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებსაც”, – განაცხადა ბუჩუკურმა შეხვედრაზე შესვლამდე.