მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა არის საუკეთესო გამოსავალი, ჩვენი მხრიდან მზადყოფნა არის, რომ კონსტიტუციაში ამ მიმართულებით ცვლილება შევიდეს

ჩემი პოზიციაა, რომ მიუხედავად ამ კონტიტუციურ ნორმასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობისა, თუ რამდენი უნდა იყოს ბარიერი, განაპირობებს დისკუსიის საჭიროებას,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ფართო დისკუსია და ამ გზით, საუკეთესო გამოსავლის პოვნაა საჭირო

„მართლაც უცნაურია, თითქოს დემონსტრაციულად ყველაფერს აკეთებენ, რომ გართულდეს რაღაც ურთიერთობაში და შესაბამისად, ვიღაცას მართლაც შესაძლებლობა ჰქონდეს, თავად ოპოზიციის რიგებშიც, რომ უკან დაიხიოს, რაღაცას გადაუხვიოს. ასე მოხდა ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის შემთხვევაშიც. ასეთ პროცესებს ვადევნებთ მუდმივად თვალს. ყველას გვესმის, რა ფუნქციის მატარებელი იყო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც გადავწყვიტეთ, რომ შეგვეცვალა კონსტიტუცია და მაგალითად, უფრო დაბალი ბარიერი დაგვეწესებინა. ამის მიზანი იყო, რომ პოლარიზაციის ხარისხის შემცირებისთვის ხელი შეგვეწყო. როდესაც ვხედავთ, რომ ამის საპირისპირო ხდება და ცდილობენ, რომ ყველაფერი, მათ შორის ამ კანონპროექტთან დაკავშირებით დისკუსია, ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ იყოს გამოყენებული, ეს მაფიქრებინებს, რომ მართლაც, ოპოზიციას შეიძლება სურვილი აქვს, რომ რაღაცები უკუღმა წარიმართოს და პროცესი ნორმალურ კალაპოტში არ მოექცეს. ეს არაა სწორი მიდგომა და არაა აუცილებელი ის ინსინუაციები, რომელიც ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ვიხილეთ.

ჩემი პოზიციაა, რომ მიუხედავად ამ კონტიტუციურ ნორმასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობისა, თუ რამდენი უნდა იყოს ბარიერი, განაპირობებს დისკუსიის საჭიროებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა არის საუკეთესო გამოსავალი. თუმცა, ჩვენი მხრიდან მზადყოფნა არის, რომ კონსტიტუციაში ამ მიმართულებით ცვლილება შევიდეს, რაც ყველაზე რელევანტური იქნება იმ საჭიროებასთან, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ვითარება განაპირობებს. თუ ოპოზიციის მხრიდან სრულიად საწინააღმდეგო სვლას არ ვიხილავთ, არ მგონია, რომ ამ შეთანხმების შესრულებას რაიმე დაემუქროს“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები