ალექსანდრე რაქვიაშვილი: აქციები არ ვიცი, მაგრამ გამოსავალია სააკაშვილის კიევში დაბრუნება

ჩემი აზრით, არაფერი ეტყობა მიხეილ სააკაშვილს, რომ ჯანმრთელობის რაღაც განსაკუთრებული პრობლემები აქვს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილის თქმით, არსებული პრობლემიდან გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის კიევში დაბრუნებაა.
„ბუნებრივია, ადრე თუ გვიან, საკითხი დადგება, რომ მიხეილ სააკაშილი ციხეში უნდა დაბრუნონ. გასაგებია, რომ ისევ პოლიტიკური პრობლემა იქნება, მაგრამ ბუნებრივია, რომ ამაზე დისკუსია დაიწყო, ჩემი აზრით, არაფერი ეტყობა მიხეილ სააკაშვილს, რომ ჯანმრთელობის რაღაც განსაკუთრებული პრობლემები აქვს. თუმცა, ეს ზოგადად პოლიტიკური პრობლემაა და პოლიტიკურ პრობემად დარჩება მომავალში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ არა იმაზე, ციხეში იქნება თუ საავადმყოფოში, არამედ საერთოდ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, როგორ დავასრულოთ ეს პოლიტიკური სპექტაკლი, რადგან გვინდა თუ არა, მაინც ამ თემაზე ვლაპარაკობთ ყველა და არა იმ თემებზე, რომელიც მნიშვნელოვანია. აქციები არ ვიცი, მაგრამ გამოსავალია კიევში დაბრუნება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები