ლიზა იასკო – სააკაშვილზე: უარესადაა- აქვს დასიებული სახე, სხეული, აქვს გამონაყარი, რომელსაც აქვს ნევროლოგიური ხასიათი, ექიმი არ ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ ყველაფერი რიგზე არ არის

რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა. როგორც იასკომ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის.
„მოხარული ვარ, რომ უკვე რამდენიმე დღე მქონდა შესაძლებლობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემედარებინა და მასთან მესაუბრა. თუმცა გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ არ ვიცი, რატომ ამბობენ ექიმები, რომ ის უკეთესადაა, რადგან დღეს დავინახე, რომ სინამდვილეში, ის უარესადაა- აქვს დასიებული სახე, სხეული, აქვს გამონაყარი, რომელსაც აქვს ნევროლოგიური ხასიათი, ექიმი არ ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. აქვს მხედველობის პრობლემები, ძალიან დაეცა ჰემოგლობინი, თავს გრძნობს სუსტად და ვგრძნობ, რომ კომუნიკაციის რამდენიმე წუთის შემდეგ, მას უკვე უჭირს და ესაჭიროება დასვენება. რა თქმა უნდა, საწოლიდან დგება, თუმცა იქ ძალიან ცოტა ადგილია იმისთვის, რომ რაიმე გადაადგილებაზე ვისაუბროთ. ვფიქრობ, სერიოზულად უნდა შევხედოთ სამედიცნო მაჩვენებლებს და მოვუსმინოთ ექიმების კონსილიუმს, მაგრამ მე არ მესმის, რატომ ამბობენ, რომ პროგრესი მიმდინარეობს, მე ამ დღეების განმავლობაში პროგრესი ვერ დავინახე. თუ გასულ კვირას შევადარებთ, კი – პროგრესი არის, მაგრამ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ახალი სიმპტომებიც ჩნდება, რაც მე ძალიან მაშფოთებს.

ძალიან სახიფათო ინფორმაციებია, რომელიც ჩემამდეც მოვიდა, რომ მისი გადაყვანა სურთ, თუ ეს მოხდება, ნამდვილი მკვლელობაა, რადგან ყველა წესის თანახმად, შიმშილობის შემდეგ, თუ შიმშილობა 50 დღეს გაგრძელდა, ეს უნდა გამრავლდეს მინიმუმ 2-ზე და ეს არის რეაბილიტაციის პერიოდი. ჩვენ შემთხვევაში გავიდა სულ რაღაც 2 კვირა და არავითარ შემთხვევაში მსგავსი საუბარიც კი არ უნდა იწყებოდეს, იმიტომ, რომ ადამიანი სუსტადაა, საჭიროებს ჯანმრთელობის მუდმივ მონიტორინგს და მკურნალობას,“- განაცხადა ლიზა იასკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები