გურამ მაჭარაშვილი – სააკაშვილზე: ყველამ ნახა, რომ ეს ადამიანი არის ჯანმრთელი

ყველამ ნახა, რომ ეს ადამიანი არის ჯანმრთელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილებას, როდის გადაიყვანენ პატიმარ სააკაშვილს რუსთავის ციხეში, მიიღებს ექიმთა დასკვნების საფუძველზე პენიტენციური სამსახური,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ მგონია, კიდევ წარმოადგენდეს საზოგადოების ინტერესის სფეროს, როდის გადაიყვანენ სააკაშვილს საპატიმროში და გადაიყვანენ თუ არა უახლოეს დღეებში. ყველამ ნახა, რომ ეს ადამიანი არის ჯანმრთელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილებას, როდის გადაიყვანენ პატიმარ სააკაშვილს რუსთავის ციხეში, მიიღებს ექიმთა დასკვნების საფუძველზე პენიტენციური სამსახური. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ნუ შეწუხდება და ნუღანაირ ინფორმაციას გაავრცელებს, რადგან აბსლუტურად დინამიურად მიმდინარეობს ეს საკითხი. „ქართულ ოცნებაში“ მინდა, გითხრათ, რომ მსჯელობა საერთოდ არ არის პატიმარ სააკაშვილზე. მსჯელობა შეიძლება იყოს პენიტენციურ სამსახურში და ჯანდაცვის სისტემაში, რომლებიც არიან ვალდებული, რომ იზრუნონ პატიმრის ჯანმრთელობაზე, მის უსაფრთხოებაზე და სწორედ ამ კროტერიუმებიდან გამომდინარე, მიიღებენ გადაწყვეტილებას, როდის გადაიყვანონ რუსთავის ციხეში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები