ზურაბ ქადაგიძე: გორში მოსახლეობა აპროტესტებს საძოვრების გაყიდვას, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ინდოელებზე გაასხვისა

გორში მოსახლეობა აპროტესტებს გასხვისებულ საძოვრებს, ხოლო ეს საძოვრები 2008 წლის სექტემბერში სააკაშვილის ხელისუფლებამ ინდოელებზე გაასხვისა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე წერს.

„გორში მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და ოპოზიციური არხები მთელი აჟიტირებით აშუქებენ, ძაბავენ სიტუაციას, ელოდებიან დაპირისპირებას და უბედურებას, მაგრამ მთავარს არავინ არ ამბობს! მოსახლეობა აპროტესტებს გასხვისებულ საძოვრებს, ხოლო ეს საძოვრები 2008 წლის სექტემბერში, (თარიღს კარგად დააკვირდით, ომიდან 1 თვეც არ გასულა) სააკაშვილის ხელისუფლებამ ინდოელებზე გაასხვისა. ჰოდა, ბელადის ტელევიზიებო, სადაც აქციას გააშუქებთ, იქაც მოყევით როდის და ვინ გაყიდა ქართული მიწები, თქვე „ობიექტურებო“, – წერს ქადაგიძე.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში მოსახლეობა 2008 წელს გასხვისებული საძოვრების დაბრუნებას აპროტესტებს. დღეს დილიდან ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები