ნიკა მელია სუს-ში დაიბარეს
“ნაცმოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ოპოზიციონერი სოციალურ ქსელში წერს.
“რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი – მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა“, – წერს ნიკა მელია