ვლადიმერ ბოჟაძე: ,,კრავთა დუმილი“ ნათლად ადასტურებს, რომ არასამთავრობო სექტორის ამ ნაწილს მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და ამოცანა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა
,,კრავთა დუმილი“ ნათლად ადასტურებს, რომ არასამთავრობო სექტორის ამ ნაწილს მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და ამოცანა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა, პრინციპები და ღირებულებები კი უბრალოდ არ არსებობს! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე არასამთავრობო ორგანიზაციების დუმილზე, ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს, წერს.
„ძალიან სამწუხაროა, როცა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 000 000 ლარის გაფლანგვის საქმეზე საერთოდ კომენტარს არ აკეთებენ, არადა რომ ჰკითხოთ, ,,მოდარაჯე ძაღლები“ არიან და მილიონობით გრანტებს სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და ადამიანის უფლებების დაცვაში იღებენ. ,,კრავთა დუმილი“ ნათლად ადასტურებს, რომ არასამთავრობო სექტორის ამ ნაწილს მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და ამოცანა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა, პრინციპები და ღირებულებები კი უბრალოდ არ არსებობს!“ – წერს ბოჟაძე.