ლევან ნიკოლეიშვილი: შეიცავს თუ არა სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ფულით საკუთარი შვილის დაფინანსება კორუფციის ნიშნებს, რატომ არ პასუხობენ არასამთავრობო ორგანიზაციები კითხვას?

არასამთავრობო სექტორის მხრიდან დუმილს მიხეილ სააკაშვილის მიერ საკუთარი შვილის სწავლის დაფინანსების შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმაურება.

„შეიცავს თუ არა სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ფულით საკუთარი შვილის დაფინანსება კორუფციის ნიშნებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ პასუხობენ! რატომ არ პასუხობენ? თუ იტყვიან, რომ არ შეიცავს, ხვდებიან, როგორი უსინდისობა იქნება, თუ იტყვიან, რომ შეიცავს, რა ტალახში ათრევს ჯერ სააკაშვილი და მერე ნიკა გვარამია, ესეც იციან. ამიტომ დამალვა აირჩიეს, და დუმილი! ოღონდ დუმილი რომ ხშირად თანხმობას ნიშნავს?!“ – წერს ნიკოლეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები