ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მალხაზ ჯანელიძე თავისუფალია
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მალხაზ ჯანელიძე უკვე თავისუფალია. ის ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთში საღამოს გადასცეს, შემდეგ კი გორის პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
მალხაზ ჯანელიძე ჰყვება, რომ რუსეთიდან დეპორტირებულის სტატუსი აქვს და ამიტომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრას არალეგალურად ცდილობდა. ის ჯავაში ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს.
მალხაზ ჯანელიძის თქმით, მას ჯერ ჯავაში, შემდეგ კი ცხინვალში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მის პროვოცირებას ცდილობდნენ.
ცნობისთვის, მალხაზ ჯანელიძე 1-ელ დეკემბერს, ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ დააკავეს.