კარლ ჰარცელი: გავაგრძელებთ ამ პროცესზე დაკვირვებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებით სათანადო სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე დაკვირვება გაგრძელდება, რათა ევროკავშირი დარწმუნდეს, რომ მის საქმეებთან დაკავშირებით სათანადო სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს.

რაც შეეხება კითხვას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით, რომ საქმეში ევროპელი პარტნიორების მასპინძლობის ხარჯებიც შედის, ჰარცელმა მიმდინარე სასამართლო საქმეზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს, მოხარული ვარ, რომ გუშინ ვიხილე ის, რომ კვლავ ფიზიკურად ესწრებოდა პროცესს სასამართლოში საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესზე დაკვირვებას ისევე, როგორც ბევრი სხვა რამისთვის, რათა დავრწმუნდეთ და დავინახოთ, რომ მის საქმეებთან დაკავშირებით სათანადო სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებზე, ვფიქრობ, არაგონივრული იქნებოდა ჩემი მხრიდან ამაზე კომენტარის გაკეთება, რადგან ეს არის მიმდინარე საქმე და არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ინტერესშია მიმდინარე სასამართლო საქმეზე კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები