ელისო ბოლქვაძე ვატიკანის ელჩს საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკურის შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ვატიკანის ელჩს საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკურის შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სიქსტის კაპელაში ქართველი ბავშვების კონცერტის გამართვის შესაძლებლობა.

„შეხვედრაზე დაიგეგმა, ვატიკანის ხელშეწყობით, სიქსტის კაპელაში განხორციელდეს ქართველი ბავშვების კონცერტი, რომელიც მიეძღვნება მშვიდობას. კონცერტი გაიმარტება 2022 წლის ივნისში და მასში მიიღებენ მონაწილეობას კონფლიქტურ ზონებში მყოფი ბავშვები. ასევე, ვიმუშავებთ ქართულ არქივებზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ისტორიის წარმოსაჩენად”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები