დავით ზალკალიანი: ენტონი ბლინკენის განცხადება იყო ძალიან მკაფიო, რომ საქართველო იმსახურებს, აღიარონ ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადება გუშინ განხილვების დროს იყო ძალიან მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, რომ საქართველო იმსახურებს, აღიარონ ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მადლობა ვუთხარი გუშინაც რიგაში და დღესაც სტოკჰოლმში იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც გვაქვს აშშ-ს მხრიდან. მისი განცხადება გუშინ განხილვების დროს იყო ძალიან მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, რომ საქართველო იმსახურებს, აღიარონ ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ძალიან მაღალი შეფასება მიეცა ჩვენს მონაწილეობას ავღანეთში მისიაში. მოგეხსენებათ, რომ ამერიკელი პარტნიორების მხარდამხარ ვიყავით, ერთად შევედით ავღანეთში, ერთად დავტოვეთ. როგორც შესვლის, ისე დატოვების პროცესში, ჩვენი მხარდაჭერა მათთვის იყო ფასდაუდებელი და ეს აღინიშნა კიდეც მისი მხრიდან, როგორც პირად საუბრებში, ასევე იმ წერილში, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიღე სახელმწიფო მდივნის მხრიდან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები