უკრაინა: სეპარატისტებმა ორი სამხედრო ,,სუ-25″ ჩამოაგდეს

ანტიტერორისტული ოპერაციების სამხედრო შტაბის წარმომადგენლის ალექსეი დმიტრაშკოვსკის განცხადებით, სეპარატისტებმა უკრაინის საჰაერო ძალების ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
,,ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ორი უკრაინული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ. ახლა ვადგენთ ავიალაინერების დაღუპვის მიზეზებს”, – განაცხადა დმიტრაშკოვსკიმ.
სავარაუდოდ, „სუ-25“ თვითმფრინავების ჩამოგდება ქალაქ სნეჟნოეს მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები