სოზარ სუბარი: სააკაშვილი ისტორიაში შევა იმ ფაქტით, რომ მან ხელ-ფეხი გაუხსნა ოკუპანტს და მისი მმართველობის პერიოდში მოხდა საქართველოს ტერიტორიის 22%-ის ოკუპაცია

“სააკაშვილს არანაირი სახელმწიფო ინსტიტუტები არ შეუქმნია – მან შექმნა კუდი, რომელიც იყო აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, მან შექმნა სოდი, რომელიც ასევე კანონს მიღმა მდგომი ქვედანაყოფი და მის სახელს უკავშირდება სასამართლო სისტემა, სადაც არცერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოდიოდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„სააკაშვილმა რაც გააკეთა და რითაც ეს ადამიანი ისტორიაში შევა – მან გაუხსნა ხელ-ფეხი ოკუპანტს და მისი მმართველობის პერიოდში მოხდა საქართველოს ტერიტორიის 22% ოკუპაცია. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ოკუპაციის შემდეგ რუსეთს მისცემოდა საშუალება, ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა ეცნო. ამის შემდეგ მან და მისმა თანაგუნდელებმა სტრასბურგში ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს დააბრალეს, რომ თითქოს საქართველომ დაიწყო ომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველომ გამოიყენე აკრძალული იარაღი როგორც საკუთარი მოქალაქეების, ისე – რუსი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ და თითქოს საქართველო არღვევდა ამ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებს. ეს არის მიუტევებელი დანაშაული. აი, ამით შევა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში და არა იმით, რომ თითქოს ის არის ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი. არანაირი სახელმწიფო ინსტიტუტები მას არ შეუქმნია – მან შექმნა კუდი, რომელიც იყო აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, მან შექმნა სოდი, რომელიც ასევე კანონს მიღმა მდგომი ქვედანაყოფი და მის სახელს უკავშირდება სასამართლო სისტემა, სადაც არცერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოდიოდა. მახსოვს 2008 წელი, როდესაც 18 ათასი სისხლის სამართლის საქმიდან ერთადერთი გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა და მსგავსი რამე არ არსებობდა არც ჩრდილო კორეაში და არც სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები