გია ვოლსკი: რამდენჯერაც მოხდა ნებისმიერი საკითხის განხილვა სტრასბურგის სასამართლოს დონეზე, იმდენჯერ დადასტურდა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველოს მართლმსაჯულება იღებს, არის სწორი
“პროპაგანდას ის მიზანი აქვს, თითქოს საქართველოს მართლმსაჯულებამ დაარღვია საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც აბსურდია. ეს არ მომხდარა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.
„რამდენჯერაც მოხდა ნებისმიერი საკითხის განხილვა სტრასბურგის სასამართლოს დონეზე, იმდენჯერ დადასტურდა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველოს მართლმსაჯულება იღებს, არის სწორი, გამართლებული და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი. თუკი სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმართ აქვთ დაპირისპირება, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის მხოლოდ იმიტომ, რომ როგორმე სახელმწიფოს მართვის ამ რგოლის დისკრედიტაცია მოახდინონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.