გიორგი ცუცქირიძე: “ნაციონალების” 9-წლიანი მმართველობის ხელწერა რეჟიმებისათვის დამახასიათებელი სისასტიკით და უნდობლობით გამოირჩეოდა; ადგილზე ლიკვიდაციის გარდა, სხვა არანაკლებ არაადამიანური ინსტრუმენტებიც უხვად ჰქონდათ

,,მათ არსენალში არც წამება და არც ფიზიკური დამახინჯება იყო უცხო ხილი. მორალურ ზიანზე არაფერს ვიტყვი. ამ ტიპის ტრავმების შედეგად მრავალი ადამიანი დაამახინჯეს, ნაწილს კი დარჩენილი სიცოცხლის წლები ჯოჯოხეთად უქციეს!’’, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე და ,,ნაციონალური,, რეჟიმის მმართველობის პერიოდში დაზარალებულ ადამიანებზე საუბრობს.

როგორც ცუცქირიძე წერს, დღეს ერთი წელი შესრულდა კობა დავითაშვილის სიკვდილიდან, რომელიც რეჟიმის მსხვერპლი იყო, სამწუხაროდ, არც პირველი და არც უკანასკნელი. ასევე, იხსენებს გია მაისაშვილსაც, რომელსაც შუბლში ნასროლი რეზინის ტყვია მომავალში სასიკვდილო სენად ექცა.

მისი განმარტებით, დღემდე არ წყდება მათი მმართველობის პერიოდში სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რეჟიმის პერიოდში ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფაზე სასამართლო განაჩენები.

,,რეჟიმი სახელად-სიკვდილი
კაცობრიობის ისტორიამ არაერთი ეპოქის კაციჭამია მმართველი და რეჟიმი შემოინახა.
“ნაციონალების” 9-წლიანი მმართველობის მახასიათებელი ხელწერა, რეჟიმებისათვის დამახასიათებელი სისასტიკით და უნდობლობით გამოირჩეოდა. ადგილზე ლიკვიდაციის გარდა, სხვა არანაკლებ არაადამიანური ინსტრუმენტებიც უხვად ჰქონდათ. მათ არსენალში არც წამება და არც ფიზიკური დამახინჯება იყო უცხო ხილი. მორალურ ზიანზე არაფერს ვიტყვი. ამ ტიპის ტრავმების შედეგად მრავალი ადამიანი დაამახინჯეს, ნაწილს კი დარჩენილი სიცოცხლის წლები ჯოჯოხეთად უქციეს!
დღეს გარდაცვლილი კობა დავითაშვილი არც პირველი იყო და არც უკანასკნელია სამწუხაროდ. გია მაისაშვილიც შუბლში დამიზნებით ნასროლ მათ მოწამლულ რეზინის ტყვიას ემსხვერპლა საბოლოოდ, როდესაც წლების შემდგომ, თავზე უკურნებელი სენი განუვითარდა. ციხეში ნაწამებ და დასახიჩრებულ ადამიანებზე ამჯერად აღარ გავაგრძელებ თხრობას, რადგან შორს წაგვიყვანს…

სამწუხაროდ, რადგან მათი მმართველობის ხიბლი საზოგადოების ნაწილს კვლავ ნოსტალგიად ექცა, პინოჩეტის მაგალითი მინდა მოვიყვანო, რომელიც სამხედრო გადატრიალების გზით მოვიდა ხელისუფლებაში და ჩილეს მართავდა 1974-1990 წლებში. არაერთი ოფიციალური თუ არაოფიციალური წყარო თუ მოხსენება ამტკიცებს, რომ მისი რეჟიმის განმავლობაში გატარებულმა რეპრესიებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს იყო რეჟიმი, რომლის დროსაც ოპოზიციის უამრავი წარმომადგენელი იქნა ნაწამები და ბევრი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
თუმცა, დღეს ჩილე პინოჩეტის დროს გატარებული ეკონომიკური რეფორმებითაც არის ცნობილი. ჩილე არა თუ სამხრეთ ამერიკაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ხოლო გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში ჩილე მსოფლიოს 30 საუკეთესოშია დღესაც. ჩილეს მაგალითიც აჩვენებს, რომ ადამიანთა მოკვდინების პოლიტიკაზე აგებული ეკონომიკური აღმასვლა, ვერ გამოდგება გასამართლებელ არგუმენტად და ვერც საზოგადოების მხრიდან თვალის დახუჭვა გამართლებად.

დღეს ბევრი სამართლიანად მიიჩნევს, რომ საზოგადოების ნაწილის მიერ, რეფორმების არგუმენტაციით რეპრესიებზე და თუნდაც სტუდენტთა მასობრივ მკვლელობებზე თვალის დახუჭვა, დანაშაულებრივი მოქმედების ტოლფასი იყო! რადგან
არანაირი რეფორმაცია არ ღირს ადამიანთა სიცოცხლის ფასად და ნებისმიერი რეფორმაც ადამიანებისათვის კეთდება და არა ცალკეული ელიტებისათვის!
ისტორიის ვერდიქტი კი ის არის, რომ სიკვდილის ბოლომდე პინოჩეტი ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული მსჯავრდებულის პოზიციიდან პასუხობდა სასამართლოში დასმულ შეკითხვებს და პროტესტის ფონზეც გაასვენეს.
ჩილეს მაგალითი ბევრ რამეში ანალოგიურია ნაციონალების მმართველობის დროინდელი დანაშაულებისა. დღემდე არ წყდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ განაჩენების გამოტანა, მათი მმართველობის პერიოდში ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფაზე!
ნაციონალების დანაშაულთა “გამრავლებებსაც” ეხებათ ეს ისტორია და იმ პარტიების ლიდერებსაც მათთან ერთად, რომ სხედან ერთიან “ფანჩატურში” და მიუხედავად მთელი საერთაშორისო მომრიგებელთა არაერთი მოწოდებისა პოლიტიკური დებატები გადაიტანონ პარლამენტში, მაინც აგრძელებენ ბოიკოტირების რეჟიმს!
ის, ვინც ისტორიას ივიწყებს, ვერც მომავალს ააშენებს! ქართულ საზოგადოებას კი მოეთხოვება მეტი გამოფხიზლება და სირაქლემას პოზიდან თავის დაღწევა, რომ არ განმეორდეს ეს სისხლიანი წარსული და არც ამ მანიაკთა და სიკვდილის ადეპტთა ხელისუფლებაში მოსვლა დაუშვას!’’, – წერს ცუცქირიძე facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები