ენტონი ბლინკენი – რუსეთს კვლავ ჰყავს განთავსებული ძალები საქართველოში და ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში

ჩვენ ვხედავთ ევროპაში შეიარაღების კონტროლის ვალდებულებებზე უარის თქმას, რუსეთს კვლავ ჰყავს განთავსებული ძალები საქართველოში და ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოლდოვის თანხმობის გარეშე რუსეთს კვლავ ჰყავს ძალები დნესტრისპირეთში“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინასთან მინსკის შეთანხმებების ფარგლებში შეუსრულებელ ვალდებულებებზე და განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებების შესრულება განახლებული კრიზისის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა.

წყარო :1tv.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები