დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს რიგით 28-ე შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სტოკჰოლმში იმყოფება, სადაც 2-3 დეკემბერს, მონაწილეობს ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს რიგით 28-ე შეხვედრაში.

მინისტერიალის ფარგლებში , დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა მინისტრთა საბჭოს სესიაზე, სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ეუთოს ფუძემდებლური პრინციპების დარღვევის ფაქტებზე, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ, ასევე ხაზს გაუსვამს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს აქტიურ ჩართულობასა და ამ მხრივ არსებულ სამშვიდობო ინიციატივებს. მინისტერიალის ფარგლებში, დაგეგმილია მინისტრის ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან, მათ შორის ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, ანნ ლინდესთან, ასევე ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდთან და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან, ტერეზა რიბეიროსთან.

მინისტერიალის ფარგლებში, ასევე გაიმართება სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა. მინისტერიალის ფარგლებში მიღებული იქნება ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები