ზაალ ანჯაფარიძე – სააკაშვილის სასამართლო პროცესი სიმბოლურად დაემთხვა მისი რეჟიმის მიერ მოკლული კობა დავითაშვილის გარდაცვალების დღეს, ფაქტები ჯიუტი რამ არის

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმიანება და წერს, რომ პროცესი სიმბოლურად დაემთხვა მისი რეჟიმის მიერ მოკლული კობა დავითაშვილის გარდაცვალების დღეს.

“დღეს სააკაშვილის სასამართლო პროცესია და ის სიმბოლურად (რაც ნიშანდობლივია!) დაემთხვა მისი რეჟიმის მიერ დაინვალიდებული და მოკლული კობა დავითაშვილის გარდაცვალების დღეს.
ვკითხულობ სააშკარაოზე გამოტანილ ინფორმაციას თუ როგორ ხარჯავდა პირადი და ახლო გარემოცვის სიამოვნებისთვის ბიუჯეტის ფულს ვითომდა კორუფციასთან მებრძოლი სააკაშვილი.
ვხედავ იმასაც როგორ ხმაგაკმენდილები არიან ამ ყველაფერზე ვითომდა კორუფციასთან მებრძოლი ჩვენი ენჯეოები, და როგორ ეხამუშებათ ამ თემაზე საუბარი მიშისტ სექტარულ ინტელიგენციას.
რამდენიც და რაც არ უნდა ილაპარაკოს დღევანდელ პროცესზე სააკაშვილმა, ფაქტები ჯიუტი რამ არის” -წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook- ის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები