მიხეილ სარჯველაძე სადაზღვეო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სადაზღვეო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე „მეწარეთა შესახებ” კანონისა და მასში დადგენილი სტანდარტების შესახებ ისაუბრეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„ნაყოფიერი საკონსულტაციო შეხვედრა გამოვიდა დაზღვევის ზედამხედველობის ჩართულობით და სადაზღვეო კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით. გავცვალეთ მოსაზრებები, შევთანხმდით სამომავლო პერსპექტივებზე”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მეწარმეთა შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა სამივე მოსმენით მიიღო, 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები