დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე: პოლიციელების ოჯახებში მივარდნების დაპირებები – ქვეყნის მართლწესრიგის დამცველებზე პირდაპირი თავდასხმის, ღია დაუმორჩილებლობის და უბინძურესი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაზაში გადაინაცვლეს

“პროჩრდილოელი ოპოზიციური ძალები, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პოლიციური დანაყოფები საკუთარ მოსახლეობასთან ბრძოლის მექანიზმად გადააქციეს – დღეს ცეცხლს ეთამაშებიან. სიტყვიერი მუქარა, პოლიციელების ოჯახებში მივარდნების დაპირებები – ქვეყნის მართლწესრიგის დამცველებზე პირდაპირი თავდასხმის, ღია დაუმორჩილებლობის და უბინძურესი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაზაში გადაინაცვლეს, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით,  პირდაპირ დესტრუქციაზე და სახელმწიფოზე ანტიკონსტიტუციურ შეტევაზე ბრძანებებს დღეს პირადად უკრაინის მოქალაქე ერთპიროვნულად იძლევა.

მისივე თქმით, სააკაშვილის პირველი სასამართლო პროცესის დროს მცირერიცხოვანმა “ზონდერ” ჯგუფებმა შეძლეს თავისი მაქსიმუმის მიღწევა, რაც გამოიხატა ცენტრალური ტრასის ბლოკირებაში, სატრანსპორტო კოლაფსის შექმნაში და პოლიციაზე პირდაპირ აგრესიულ შემოტევაში.

“პროჩრდილოელი ოპოზიციური ძალები, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პოლიციური დანაყოფები საკუთარ მოსახლეობასთან ბრძოლის მექანიზმად გადააქციეს – დღეს ცეცხლს ეთამაშებიან. სიტყვიერი მუქარა, პოლიციელების ოჯახებში მივარდნების დაპირებები – ქვეყნის მართლწესრიგის დამცველებზე პირდაპირი თავდასხმის, ღია დაუმორჩილებლობის და უბინძურესი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაზაში გადაინაცვლეს. ხელისუფლების არც ერთი გაფრთხილება, კანონის მოთხოვნათა ფარგლებს მიღმა არ გადასულიყო მათი ე.წ. “მშვიდობიანი” მიტინგები – შესმენილი არ იქნა. არც ერთი მათი დაპირება, სააკაშვილის ციხის საავადმყოფოდან გადაყვანის შემთხვევაში, მისი ადგილსამყოფელის გარშემო აქციების შეწყვეტის თაობაზე – შესრულებული არ იქნა. ის, რომ ნაცმოძრაობის დე-ფაქტო თავმჯდომარე მელიაც კი ვერ მართავს შიდაპარტიულ ვითარებას – ამაზე მეტყველებს მისი ბოლოდროინდელი სასოწარკვეთილი განცხადებები. პირდაპირ დესტრუქციაზე და სახელმწიფოზე ანტიკონსტიტუციურ შეტევაზე ბრძანებებს დღეს პირადად უკრაინის მოქალაქე ერთპიროვნულად იძლევა. ხვალ არის პატიმარ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი. პირველი სხდომის დროს, მისმა მცირერიცხოვანმა ზონდერ/ჯგუფებმა შეძლეს თავისი მაქსიმუმის მიღწევას, რაც გამოიხატა ცენტრალური ტრასის ბლოკირებაში, სატრანსპორტო კოლაფსის შექმნაში და პოლიციაზე პირდაპირ აგრესიულ შემოტევაში. ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს მოჰყვა აბსოლუტურად ადეკვატური, პროდასავლური სახელმწიფოს ღირებულებების ჩარჩოს მისადაგებული რეაგირება. რამოდენიმე კანონდამრღვევი იქნა დაკავებული ისე, როგორც ამას განახორციელებდა ამერიკული, ბრიტანული თუ ბელგიური პოლიცია. იმედია, რომ ხვალინდელ და ყოველ მომდევნო დღეს შსს ასევე, როგორც უკვე მეათე წელიწადია – თავის მოწოდების სიმაღლეზე იქნება,”- წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები