Russia Today-ის ჟურნალისტი და Anna-news- ის ოპერატორი დონეცკის ტერიტორიაზე უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს (ვიდეო)

საინფორმაციო სააგენტო „ვესტი.რუს“ ინფორმაციით, დღეს დონეცკის ტერიტორიაზე უკრაინელმა სამხედროებმა უკანონოდ დააკავეს სააგენტო Anna-news-ის ოპერატორი, ასევე ბრიტანელი ჟურნალისტი გრემ ფილლიპსი, რომელიც ტელეარხ Russia Today-სთან თანამშრომლობს.
არხის ადმინისტრაციის განმარტებით, 23 ივლისს დილას ის დონეცკის აეროპორტის მიმართულებით გაემართა. მას შემდეგ ჟურნალისტი კავშირზე არ გამოსულა. სააგენტო Anna-news-ის განმარტებით, მათი ოპერატორი ვადიმიც დონეცკის აეროპორტის მხარეს გაემართა, ბოლოს ის კავშირზე გუშინ გვიან ღამით გამოვიდა.

[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=7ZAFtXCqob4″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები