გიგი უგულავა – 3 000-ლარიან ჯარიმაზე: კარგი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი გამოიყვანეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლება ჯარიმებით მოქალაქეების დაშინებას ცდილობს.

“3 ათასი ლარი 48 საათზე რომ გავყოთ, მარნეულის „კაპეზე“ 1500 ლარი გამოვიდა. კარგი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი გამოიყვანეს. ხუმრობა რომ გვერდზე გადავდოთ, ხელისუფლება ცდილობს, დაჯარიმებებით, დაკავებებით დააშინონ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. აბსოლუტური სიბრიყვეა. რაც მეტს დაიჭერენ და რაც მეტი იქნება ასეთი ბრუტალური მოქმედება, საზოგადოების პასუხი იქნება შესაბამისი. რაც უფრო გაწელავს ხელისუფლება ზამბარას, ეს ზამბარა მით უფრო მტივნეულად მოხვდება ცხვირში”, – აცხადებს უგულავა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

ცნობისთვის, უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები