პარლამენტის ბიურომ 1-3 დეკემბრის პლენარული სხდომების კენჭსაყრელ საკითხებს უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის საკითხი დაამატა

პარლამენტის ბიურომ 1-3 დეკემბრის პლენარული სხდომების კენჭსაყრელ საკითხებს უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის საკითხი დაამატა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ასარჩევად საკანონმდებლო ორგანოს გენადი მაკარაძის, ნინო სანდოძის, თამარ ოქროპირიძის და თეა ძიმისტარაშვილის კანდიდატები წარედგინა. რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, წინა ბიუროს მიერ უკვე დამტკიცებულ დღის წესრიგს, დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი დაემატა.

სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ბიუროს წევრებს 1-ლი დეკემბრის პლენარული სხდომის პროცედურული ნაწილი გააცნო, რომლის მიხედვითაც, სხდომა უკვე განხილული საკითხების კენჭისყრით გაიხსნება და დაჩქარებული წესით მოთხოვნილი კანონპროექტის განხილვით გაგრძელდება. დღევანდელი პლენარული სხდომის ძირითად საკითხს კი მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენა წარმოადგენს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, გენადი მაკარიძის, თამარ ოქროპირიძის, ნინო სანოძისა და თეა ძიმისტარაშვილის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები