იაცენიუკი: კიევი რუსეთის ზოგიერთ კომპანიასა და პიროვნებაზე სანქციებს დააწესებს

უკრაინის პრემიერის არსენ იაცენიუკის განცხადებით, კიევი შემოიღებს სანქციებს რუსეთის გარკვეულ პერსონებზე, რომლებსაც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტულ ძალებთან პირდაპირი ურთიერთობა აქვთ. ასევე სანქციები ზოგიერთ რუსულ კომპანიასაც შეეხება. ,,კიევში შექმნილია სპეციალური კომიტეტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების პაკეტებს შეიმუშავებს. სანქციები პირდაპირ შეეხება ყველა იმ პირს, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა გააჩნია და მხარს უჭერს ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედ სეპარატისტულ ძალებს”, – განაცხადა იაცენიუკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები