მირზა გელაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 – პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით

“მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 – პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა 10 თვის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯამურადაც, პირველ 10 თვეშიც ქვეყნის ეკონომიკა 10,5%-ით გაიზარდა.

„ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6,9% შეადგინა, ასეთივე მაჩვენებელი გვქონდა სექტმებერშიც. ჯამურად, პირველ 10 თვეში ეკონომიკა 10,5%-ით გაიზარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ზრდა არა მხოლოდ 2020 წელთან, არამედ 2019 წელთან, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებითაც. ოქტომბერში, დაახლოებით, 3%-ით აღემატებოდა ეკონომიკა პანდემიამდელ მაჩვენებელს. ჩვენ წლის ბოლომდე ველოდებით ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას, რაც ასევე თანხევედრაშია ჩვენს 10%-იან წლიურ პროგნოზთან”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები