უკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატებმა იჩხუბეს (ვიდეო)
დღეს უკრაინის უმაღლესი რადას სასესიო დარბაზში ჩხუბი მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პარტია ,,უკრაინის რეგიონების”რადას სასესიო დარბაზიდან 3 დღით გააძევეს, დღეს რადაში მაინც გამოცხადდა.
პოლიტიკურმა გაერთიანება “თავისუფლებამ” რადას თავმჯდომარეს ალექსანდრ ტურჩინოვს ლევჩენკოს დარბაზიდან გაძევება მოსთხოვა.
“თავისუფლების” წარმომადგენელმა ალექსეი კაიდამ კი მოითხოვა კომუნისტური ფრაქციის ლიდერის, პეტრო სიმონენკოს დარბაზიდან გაძევებისთვის ეყარათ კენჭი. ამის შედეგად წარმოიქმნა კონფლიქტური სიტუაცია, რასაც საბოლოოდ რადაში ჩხუბი მოჰყვა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ns5PFaQkE4c” width=”560″ height=”315″]