ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში უკრაინელებს ქართველი სამხედროები ეხმარებიან (ვიდეო)

უკრაინულ ტელეარხ Espreso.TV -ის ეთერში გავიდა ვიდეოსიუჟეტი, სადაც ყოფილი ქართველი სამხედრო დონეცკის ტერიტორიაზე ანტიტრორისტული ოპერაციის ჩატარებაში უკრაინის არმიას ეხმარება. ქართველი სამხედროს განმარტებით, ის უკრაინაში დაახლოებით 4 კვირის წინ ნებაყოფლობით ჩამოვიდა. მისი მიზანია, მოამზადოს საკადრო ოფიცრები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობენ.
,,დღეს საქართველო და უკრაინა ერთ ომშია ჩართული. ეს არის ომი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ის 22 წლის წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება”,- განაცხადა ქართველმა ოფიცერმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=9D-1mdYBfkE” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები