ლევან იოსელიანი: სააკაშვილის განცხადებები „გულდასაწყვეტია”
პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ლევან იოსელიანი სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას აფასებს.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები „გულდასაწყვეტია”.
„მე ველოდებოდი გულწრფელ აღიარებას, რომ (სააკაშვილი იტყოდა): „კი, რაღაც შეცდომები დავუშვი“ და ნორმალურია, როდესაც რაღაცას აკეთებ შეიძლება, რაღაც შეცდომები იყოს, ოღონდ ამას უნდა აღიარება. და მე მოვისმინე ყველაფრის უარყოფა, რაც, ჩემი აზრით, გულდასაწყვეტია“, – აცხადებს იოსელიანი.