მიხეილ სარჯველაძე: “ნაცმოძრაობის“ მიზანი დესტრუქციაა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მიზანი დესტრუქციაა.
“იმის მცდელობის მიუხედავად, თითქოს, დაპირისპირება ვიღაცის დროშის ფრიალს მოჰყვა, ყველაფერს პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს და ყველაფერი უდავოა. რა თქმა უნდა, “ნაციონალურ მოძრაობას” შეეძლო, ეს ყველაფერი აღეკვეთა. იყო გზის გადაკეტვის ხელოვნური მცდელობა, თითქოს გადაკეტვა ობიექტურად აუცილებელი იყო… ან როდესაც ვისმენთ, რომ პირობა ჰქონდათ დადებული გორში აქციის გამართვის თავშეკავებაზე, თორემ თბილისში გამართვაზე პირობა არ დაუდიათ… ნათელია, რომ მათ ამ ყველაფრისგან თავშეკავების შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ არ ჰქონდათ სურვილი, რადგან მიზანი არის დესტრუქცია”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.